
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ვიზიტით მყოფი რომის პაპის სპეციალური წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკიმ და ზუპიმ უკრაინაში არსებული ვითარება და წმინდა საყდრის ჰუმანიტარული დახმარება განიხილეს. ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებაზე.
განხილული იყო ასევე უკრაინული "მშვიდობის ფორმულის" განხორციელება.
ზუპი ბუჩასაც ესტუმრა, სადაც რუსი ოკუპანტების მსხვერპლთა ხსოვნას მიაგო პატივი.
როგორც უკრაინული მედია წერს, რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა უკრაინის ომისთვის სამშვიდობო მისიის შექმნა.