ფინეთი რუსეთის საელჩოში მომუშავე პირებს ქვეყნიდან აძევებს. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 პირზე, რომლებიც რუსეთის საელჩოში მუშაობდნენ.
"ფინეთი ქვეყნიდან ცხრა ადამიანს აძვებს, რომლებიც რუსეთის საელჩოში მუშაობდნენ და ასრულებდნენ სადაზვერვო ფუნქციებს. მათი ქმედება არის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ აცნობებს რუსეთის ელჩს", - ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება ფინეთის პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში მიიღეს.