აშშ თურქულ ავიახაზებს ამერიკული ბოინგებით რუსეთში ფრენას უკრძალავს

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს რუსეთში ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავით ფრენა აუკრძალა. 

„იზვესტიას“ ცნობით, რუსი გადამზიდავების წყაროებზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები Southwind-ს სანქციებით დაემუქრა და მისი თვითმფრინავების საზღვარგარეთ მომსახურება აკრძალა

მიუხედავად იმმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები დაუწესეს რუსეთის საავიაციო ბაზარს, Southwind-ის თვითმფრინავები არც გასულ წელს და არც უახლეს სანქციების სიაში მოხვედრილან, რომელიც აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ 3 მარტს გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, Southwind Airlines არის თურქული ჩარტერული ავიაკომპანია, რომელიც შეიქმნა Pegas Touristik Travel Holding-ის მიერ 2022 წელს რუსების თურქეთის კურორტებზე გადასაყვანად ოპერირებს. 

Southwind Airlines-ის აეროპარკში არის სამი Boeing 737 MAX. რუსეთში ფრენები ამ ბოლო დროს ორმა მათგანმა განახორციელა. ორივე ეკუთვნის ამერიკულ მეიჯარეს Air Lease Corporation-ს. თვითმფრინავები კვირაში 10-12 ფრენას ასრულებდნენ უფას, სამარას, ნოვოსიბირსკში, ორენბურგში, კალინინგრადისა და ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით.

შეგახსენებთ, 2022 წლის 2 მარტს მსოფლიოში უმსხვილესმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Boeing-მა და Airbus-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს უკრაინაში შეჭრის გამო. მათ რუსეთში სათადარიგო ნაწილების გაგზავნა, რუსეთის ფედერაციის ავიახაზების ტექნიკური მხარდაჭერაც შეაჩერეს. 

მოგვიანებით, ევროპაში, რუსეთის ფედერაციის ყველა ავიაკომპანიას თვითმფრინავის ფრენისუნარიანობის სერტიფიკატების მოქმედება შეუჩერდა. ცნობისთვის, ამ დოკუმენტის გარეშე თვითმფრინავი ვერ აფრინდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი