ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ პარლამენტის წინ დაკავებებთან კავშირი არ აქვს და მისი მისამართით არცთუ სასიამოვნო კომპლიმენტების ავტორების მოსაზრებები არ აინტერესებს. მაშინ, როდესაც, ცარიელი ფურცებისა და მისი სახელით გამოსახული პლაკატების მფლობელები დემონსტრაციულად დააკავეს და 48 საათი იზოლატორში გაატარებინეს.
დღეს კი ედუარდ მარიკაშვილის, საბა ბრაჭულის, ნიკა რომანაძის, ნოდარ სიხარულიძისა და გრიგოლ ფრანგიშვილის პროცესები გადადეს. ბრალდების მხარეს სათანდო მტკიცებულებები არ აქვს და დამატებითი მასალის წარდგენა დაეკისრა.