სისხლიანი ომისა და ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ქცეული საქართველო. უკრაინასთან ბარბაროსული ომის ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო, მათ შორის მოსკოვის ტრადიციული მოკავშირეები, რუსეთს ემიჯნებიან და მის წინააღმდეგ საქციების 11 პაკეტი აქვთ შემუშავებული, კატასტროფულად გამოიყურება საქართველოს მიბმა ოკუპანტის ბაზარზე და რუსეთის მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობების შექმნა.
საგანგებო კანონმდებლეობის შემუშავება, რომელიც მინიმუმ ეჭვს ბადებს, რომ ეს ყველაფერი რუსეთისთვის სანქციების თავის ასარიდებად იქნება. საგანგაშოა სტატისტიკა - ბოლო ერთ წელიწადში ქვეყნაში რუსეთის 19 ათასი მოქალაქე ინდ.მეწარმედ დარეგისტრირდა.