მთავარი ოპოზიციური პარტია კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილი დღეს ხელისუფლების ოპონენტებს საერთო პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ოპოზიციურ სპექტრს მცირე შანსი აქვს, დაამარცხოს "ქართული ოცნება". პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ სწორედ მთავარ ოპოზიციურ პარტიას აქვს არჩევნებში გამარჯვების გასაღები.