300 ათასი წლის წინანდელი ჰომო ნალედი | მეცნიერებმა იოჰანესბურგის მახლობლად უძველესი ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

მკვლევარებმა იოჰანესბურგის მახლობლად, გამოქვაბულებში, ცნობილი პალეოანთროპოლოგ ლი ბერგერის ხელმძღვანელობით, ჰომო ნალედის რამდენიმე ნიმუში აღმოაჩინეს. ეს სამარხები, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, 100 ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე აღმოჩენილი ჰომო საპიენსის უძველესი სამარხი. 

”ეს არის უძველესი სამარხები, რომლებიც ოდესმე დაფიქსირებულია ჰომინინის ჩანაწერებში”, - წერენ მეცნიერები.

შეგახსენებთ, უძველესი სამარხები, რომლებიც ადრე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში აღმოაჩინეს, შეიცავდა ჰომო საპიენსის ნაშთებს და ისინი დაახლოებით 100 ათასი წლის იყო.

ბერგერისა და მისი თანამემამულეების მიერ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი არტეფაქტები სულ მცირე 200 000 წლით თარიღდება. 

მნიშვნელოვანია, რომ ახალი აღმოჩენები არის ჰომო ნალედის, პრიმიტიული შუალედური სახეობა მაიმუნებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის, რომელსაც ჰქონდა ფორთოხლის ზომის ტვინი და იყო დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლე. ამასთანავე, საკმაოდ ჭკვიანი იყო ისეთი რთული ქმედებებისთვის, როგორიცაა ნათესავის დაკრძალვა. 

„ეს დასკვნები აჩვენებს, რომ დაკრძალვის პრაქტიკა არ შემოიფარგლებოდა H. sapiens-ით ან ტვინის სხვა დიდი ჰომინიდებით“, - აცხადებენ მკვლევარები.

მათ დაამატეს, რომ ჰომო ნალედის შეეძლო რთული ემოციური და შემეცნებითი ქცევა და ეს მხოლოდ 
დაკრძალვის ადგილით არ არის განპირობებული 

მეცნიერები სამომავლოდ, ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით უფრო მეტ მტკიცებულებას გვპირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი