რუმინეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნდა:

რუმინეთში, ქალაქ არადში, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი არადიდან აღმოსავლეთით 24 კილომეტრში, 6,4 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა რუმინეთის სხვა დიდ ქალაქებში - ტიმიშოარას, ბეკეშჩაბასა და რეშიტას მაცხოვრებლებმა.

მიწისძვრას თან ახლდა 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი