კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ სამხატვრო აკადემიის დამოუკიდებლობას - სტუდენტების განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს მიმართავენ. სტუდენტები ამბობენ, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან აკადემიაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც კულტურის სამინისტრო უსაფუძვლოდ ერევა და აზიანებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების შემსწავლელ ფაკულტეტებს, კონკრეტულად ხელოვნებათმცოდნეობისა და რესტავრაციის სასწავლო პროგრამას.

"კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ სამხატვრო აკადემიის დამოუკიდებლობას - ჩვენთვის მიუღებელია კულტურის მინისტრის ამგვარი უხეში და უმიზეზო ჩარევები საგანმანათლებლო პროცესში", - წერენ სტუდენტები.

მათი განცხადებით, არ იზიარებენ და პრინციპულად ეწინააღმდეგებიან შემდგომ ცვლილებებს:

  1. რესტავრაციის სტუდენტების თაბუკაშვილის სახელოსნოდან უმიზეზო გამოყრა, სასწავლო სემსტრის შუაგულში (2022, მაისი) და შესაბამისი სამუშაო პირობების გარეშე, გაუმართავ შენობაში გადაყვანა
  2. ხელოვნების ისტორიის მისაღები ადგილების ოციდან ხუთ კაცამდე ჩამოყვანა
  3. ფაკულტეტის დაშლის პირდაპირი მცდელობა - რესტავრატორების სახვით ფაკულტეტთან მიერთებით ან ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბებით
  4. ახალი პროგრამის ფარგლებში რესტავრაციის სტუდენტებისთვის კრედიტების უარყოფა და იძულებითი სემესტრის დამატება
  5. რესტავრაციის სტუდენტებისთვის თეორიული საგნების გაუქმება

სტუდენტები ამბობენ, რომ ახალი პროგრამა, როგორც ჩანს, არა ერთიანი და გააზრებული, ან რაიმენაირად სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული, არამედ გზადაგზა მიღებული ერთი მეორეზე უარესი გადაწყვეტილებების ნაზავია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი