ბახმუტში მტერი პოზიციებს კარგავს, უკრაინული ძალები წინ მიიწევენ - სირსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრ სირსკი ფრონტის ხაზიდან ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალები წინსვლას განაგრძობენ.

"ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები განაგრძობენ წინსვლას. ბახმუტთან მტერი პოზიციებს კარგავს", - წერს სირსკი.

5 ივნისს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის არმია ბახმუტის მიმართულებით ფრონტის გასწვრივ მოძრაობს და წარმატებებს აღწევს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ბახმუტში მყოფ უკრაინულ დანაყოფებს მადლობა გადაუხადა და მიანიშნა, რომ უკრაინელი დამცველები ბახმუტის მიმართულებით დაწინაურდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი