
ვირჯინიაში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
სროლა რიჩმონდში, ალტრიას თეატრის წინ მოხდა. სროლაში ეჭვმიტანილი 19 წლის ბიჭია, რომელმაც გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა. პოლიციის განცხადებით, ის მინიმუმ ერთ მსხვერპლს იცნობდა.
დაღუპულთა შორის არიან 18 წლის ბიჭი და მისი 36 წლის მამა.
რაც შეეხება დაჭრილებს, მათგან ოთხის, მათ შორის 14 წლის ბიჭის, მდგომარეობა სტაბილურია, 31 წლის კაცს კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს მიღებული.
პოლიციის განცხადებით, გარდა დაჭრილებისა შემთხვევის შედეგად ქაოსის დროს კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.