
რომის პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდება.
ვატიკანმა განაცხადა, რომ ლაპაროტომია და ოპერაცია მუცლის კედელზე ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდება ოთხშაბათს ნაშუადღევს და რომ პაპი საავადმყოფოში დარჩება "რამდენიმე დღე".
ოპერაცია საჭირო გახდა, რადაგნ 86 წლის პაპს აღენიშნებოდა განმეორებადი ტკივილები და გაუარესებული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეული იყო მუცლის თიაქრით.
მარტში რომის პაპმა რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში სამი დღე გაატარა.