''აჩვენე რუსეთს შენი ძალა'' | NATO ყველაზე მასშტაბური სადემონსტრაციო წვრთნებისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

''აჩვენე რუსეთს შენი ძალა'' - NATO ამ სახელწოდებით ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნებისთვის ემზადება. ამის ინიციატორი გერმანიაა, რომელმაც ალიანსთან შეთანხმებით გადაწყვიტა, თავისი ძალა აჩვენოს მოკავშირეებს და შთაბეჭდილება მოახდინოს ისეთ პოტენციურ მოწინააღმდეგეებზე, როგორიცაა რუსეთი, - ინფორმაციას გერმანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით Associated Press ავრცელებს.

მაღალჩინოსნებმა ამის შესახებ 7 ივნისს განაცხადეს. ცნობილია, რომ სწავლება მომავალ კვირას დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას 10 000 მონაწილე, 25 ქვეყნის 250 თვითმფრინავი და Air Defender 23 მიიღებენ. 

მანევრებში მონაწილეობის მისაღებად შეერთებული შტატები საჰაერო ეროვნული გვარდიის ორ ჯარისკაცსა და დაახლოებით 100 თვითმფრინავს გზავნის. სწავლება 10-დან 12 ივნისამდე გაგრძელდება. 

"ეს არის ვარჯიში რომელიც სანახაობრივი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც უყურებს და ჩვენ მის ყურებას არავის ვაიძულებთ... ძალიან გამიკვირდება, თუ რომელიმე მსოფლიო ლიდერი ყურადღებას არ მიაქცევს იმას, თუ რას აჩვენებს ალიანსი.  ეს ჩვენება ალიანსის სიძლიერეს ნიშნავს", - განაცხადა აშშ-ს ელჩმა გერმანიაში, ემი გუტმანმა.

შეგახსენებთ, სამხედრო ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს დაარსდა. საბჭოთა კავშირისგან მომავალ საფრხესთან გასამკლავებლად რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდა. დღეს NATO-ს შემადგენლობაში  31 სუვერენული სახელმწიფოა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი