თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთზე მსჯელობენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ ლაჩაშვილი პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია თავად ლაჩაშვილის პოზიცია, თუმცა მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.

ლაჩაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. გამოძიების ცნობით, 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიამ მაზიაშვილი მანქანაში ჯერ გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. მკვლელობა თბილისში 4 ივნისს მოხდა. პოლიცია დაკარგულ ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდა. მისი ცხედარი გლდანის ტერიტორიაზე იპოვეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი