"ამ ადამიანს აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები" | ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

პირს, რომელმაც თბილისში ყოფილი ცოლი გაგუდა და ხევში გადააგდო ფსიქიკური პრობლემების აქვს, - ამის შესახებ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში მისი უფლებადამცველი, ლევან მარსაგიშვილი საუბრობს. 

ადვოკატის თქმით, დაკავებული ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა და  სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.

"ვიყავი უკვე შესული, შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ადამიანს აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში და გადიოდა მკურნალობას. ის ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებდა.. ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ," - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს 7 ივნისს წარუდგენენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი