პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის კომენტარს პასუხობს და ამბობს, რომ ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით, ხელ უშლის:

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, რომ ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელი პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთის მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არ წარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონს შეეწინააღმდეგოს, რადგან მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო არის ადგილი, სადაც ისმის ხალხის ხმა. 

''საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის წარმომადგენელია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში სიტყვა მუქარის შემოტანა უადგილოა. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტი. ასე, რომ თუ ვინმე ელაპარაკება საქართველოს პარლამენტს, ელაპარაკება ამით ქართველს ხალხს. ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ გაითვალისწინონ ეს ასპექტი. საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, "ქართული ოცნების" დღევანდელი განცხადების პასუხად გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პრეზიდენტი განიხილავდა სებ-ის თავმჯდომარედ მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას, თუმცა მმართველი პარტიის დაჟინებული მოთხოვნისა და ზეწოლიდან გამომდინარე, კითხვები გაჩნდა ხუციშვილის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი