ვირჯინიაში სკოლის გამოსაშვებ საღამოზე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

ვირჯინიის საშუალო სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ 19 წლის ეჭვმიტანილი მასობრივი სროლის შემდეგ მალევე დააკავეს და მას ხელში ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.

შექმნილი ქაოსის ფონზე 9 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. 

„მონროს პარკში ასობით ადამიანი იყო, სროლისას ხალხი გაიფანტა. შემთხვევის ადგილი ძალიან ქაოტური იყო“, - განაცხადა რიჩმონდის პოლიციის უფროსმა, რიკ ედვარდსმა.

პოლიციის უფროსის თქმით, დამნაშავეს კამათი ერთ ადამიანთან მოუვიდა და ეს მას შემდეგ მოხდა. მისივე თქმით, "რიკ ედვარდსმა მკვლელს მშიშრა და ამაზრზენი უწოდა". 

დაღუპულები 18 და 36 წლის კაცები არიან. მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ პოლიცია თვლის, რომ ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც მაშინვე გაარკვიეს, სულ მცირე ერთ მსხვერპლს მაინც იცნობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი