კახეთის გზატკეცილის გარე განათების ბოძებზე 4 მილიონი გაიფლანგა - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

კახეთის გზატკეცილის გარე განათების ბოძები - კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კალაძემ ვერ შეასრულა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე დასამონტაჟებელ გარე განათების ბოძებში დედაქალაქის მერიამ 3 მილიონზე მეტი გადაიხადა და ხელშეკრულება კომპანია "ორიენტირთან" გააფორმა. მისი თქმით, სამუშაოები 2019 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ჯერაც არ არის დასრულებული.

ხაბეიშვილი ამბობს,რომ კომპანია "ორიენტირი" "ქართული ოცნების" შემომწირველს, შორენა კიწმარიშვილს ეკუთვნის და კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით სწორედ ამიტომ ჩნდება. 

დედაქალაქის მერმა მყარი ლითონის კონსტრუქციები მოხსნა, სანათი ბოძები, ჩამოიტანა აი, ასეთი სიფრიფანა ბოძები, რომლებსაც ჰქონდა ერთი რკალი. საბოლოო ჯამში, მუშაობის დროს აღმოაჩინეს, რომ ქართან და მუშებთან ერთად მიჰქონდა ფაქტობრივად ეს სანათი ბოძები კახეთის მიმართულებით. შემდეგ უკვე დაამატეს ამ ფორმით რკალები, დაამატეს ბოძები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამბობს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისია, ისე საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, როგორ მოხდა თბილისის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის გაფლანგვა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი