
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 8 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით - 212 760;
ტანკი - 3 891;
ჯავშანტექნიკა - 7 576;
საარტილერიო სისტემა - 3 668;
სარაკეტო სისტემა - 595;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 355;
თვითმფრინავები - 314;
ვერტმფრენი - 299;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 234;
საკრუიზო რაკეტები - 1 171;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 384;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 500.