რუსეთში ვაშლის ღვინით ინტოქსიკაციით დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ვაშლის სიდრით ინტოქსიკაციით დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. მონაცემებს სახელისუფლებო სააგენტო TASS ვოლგის ოლქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყალბი სიდრის მოხმარების შედეგად მოწამლულთა საერთო რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 არასრულწლოვანი და ერთი ორსული ქალია. 

ყველაზე მეტად დაზარალდნენ ულიანოვსკის რეგიონში, სადაც მოწამვლის 51 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის დაიღუპა 20 პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი