"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ყველგან ვესაუბრებით ხალხს, ვართ ქობულეთში ხალა გორგაძეების თემში, ვესაუბრებით მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებზე. იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირს, დასავლეთს მოჰყვება, ვესაუბრებით პრორუსულ ხელისუფლებაზე და სტრატეგიაზე - როგორ დავამარცხებთ ერთად. ჩვენი მთავარი საქმე არის ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მოშორება ხალხთან ერთად და ჩვენ ყველაზე დიდ კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ხალხი."
განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ქობულეთში, სადაც მოსახლეობას შეხვდა.