ISW: დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წყლის დინება ანადგურებს რუსეთის თავდაცვით სიმაგრეებს

გამოქვეყნდა:

წყალდიდობამ ფაქტობრივად წაშალა რუსული საფორტიფიკაციო ხაზი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე,
კახოვკას კაშხლის განადგურება მნიშვნელოვნად ცვლის ფრონტის ხაზის გეოგრაფიასა და ლანდშაფტს ხერსონის რეგიონში და, შედეგად, დიდ გავლენას ახდენს რუსული ჯარების პოზიციაზე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე
- ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ( ISW) ანალიზში.

ISW წერს, რომ სატელიტური სურათების საფუძველზე, წყლის დინება ანადგურებს რუსეთის თავდაცვით სიმაგრეებს, განსაკუთრებით გოლაი პრისტანისა და ქალაქ ოლეშკის რაიონებში. რუსეთის თავდაცვის ხაზის სიგრძეზე ზოგ ადგილას წყალი ერთსართულიანი სახლის სიმაღლეს აღწევს.

ISW-ს ექსპერტები თვლიან, რომ მარცხენა სანაპიროზე ვითარება რადიკალურად შეიცვლება 72 საათის განმავლობაში.

მათივე ცნობით, ყველაზე დიდი საფრთხე ამ დროისთვის, რუსების მიერ დანაღმული ტერიტორიებია. "სტიქიის ზონიდან გადაღებულ სურათებსა და კადრებში ჩანს, როგორ ფეთქდება ნაღმები წყლის სვეტის ქვეშ" - ნათქვამია ანგარიშში.

წყალდიდობის მასშტაბი კახოვკას ჰესის განადგურების შემდეგ - რუკა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი