
შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი - ამბობს "ოცნების" დეპუტატი ღუდუშაური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადების კომენტირებისას და თვლის, რომ ობრაიენი ცდება.
ღუდუშაური ამბობს, რომ ვერავინ წარმოადგინა დამადასტურებელი ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რამდენიმე წელია პრაქტიკულად გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და მათ შორის, სამწუხაროდ იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გვესმის
როგორ შეიძლება 2 წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდა, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დადებულიყო და ყველას გვენახა და გვეთქვა რომ დიახ, ეს თურმე ასე ყოფილა.
შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი - ამბობს ალუდა ღუდუშაური