საფრანგეთის ქალაქ ანსის პარკში დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა - მათ შორის ბავშვებიც

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა, მათ შორის, მცირეწლოვნებიც. გავრცელებული ინფორმაციით, სამ წლამდე ასაკის ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კაცია, რომელიც პოლიციას სირიელ ლტოლვილად გაეცნო და ის პოლიციამ უკვე დააკავა.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი - მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში, ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, ერი შოკირებულია - წერს მაკრონი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი