რუსებმა ხერსონი ხალხის ევაკუაციის დროს დაბომბეს - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი ქალაქის დატბორილი ნაწილებიდან ხალხის ევაკუაციის დროს დაბომბეს. არიან დაშავებულებიც.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, ოკუპანტები თავს ესხმიან სანაპირო ზონებს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.

რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ხერსონის ოლქი. უკვე რამდენიმე დღეს ადგილიდან ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი