
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად - ასე აფასებს "დროა" აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას.
გიგა ლემონჯავამ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს, რამდენადაც სწორედ ეს რეგიონები გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო სანქციების კოალიცია, რომელიც შედგება წარმომადგენლებიდან შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან მუშაობს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად გამოსაყენებელი ყველა მექანიზმის და გზის გამოსავლენად და აღსაკვეთად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯიმ ო ბრაიანის წინა განცხადების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, რუსეთთან პირდაპირი ექსპორტი მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა 38%-ით, სომხეთთან - 197%-ით, ხოლო ყაზახეთთან - რამდენიმე ათასი პროცენტით.
საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს, რამდენადაც სწორედ ეს რეგიონები გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლება ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიებით ტერორისტ რუსეთს, რომ მოკლას რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე. ხელისუფლება განზრახ, საერთაშორისო სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს და ამ ქვეყნის ეკონომიკას. ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, რეჟიმის უსწრაფესი დემონტაჟი საქართველოში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სანქციებისგან. არა რუსულ რეჟიმს!" განაცხადა ლემონჯავამ.
შეგახსენებთ, ო’ბრაიენის თქმით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ