დღის მთავარ პოლიტიკურ ინტრიგაზე პასუხი გაცემულია. "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს, თუმცა თავად მესამე პრეზიდენტი უარყოფს. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ გაერთიანების შესახებ პოლიტიკური სპექტრისთვის გაკეთებული შეთავაზების შემდეგ მიანიშნა, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის სათავეში სწორედ სააკაშვილი მოაზრება.
თუმცა კონფიგურაცია, რომელსაც ხაბეიშვილის გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, იდეის საწყისშივე შეუსრულებელია. მესამე პრეზიდენტი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან მას არც ამის სურვილი და არც კონსტიტუციური უფლება აქვს.