ხანძრები კანადაში და კვამლით დაფარული ნიუ იორკი | "მთავარი არხი" აშშ-დან

გამოქვეყნდა:

ინტენსიური ტყის ხანძრების შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონობით ადამიანს, შენობებიდან გარეთ გასვლის დროს პირბადეების გამოყენებას ურჩევენ. სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ნიუ იორკი კვამლით არის დაფარული. დღეს უფასო პირბადეების დარიგებასაც დაიწყებენ.

ხანძრით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში გადაიდო ფრენებიც. კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 11 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი. ტყის ხანძრებმა კანადაში უკვე ოთხ მილიონ ჰექტრამდე ტერიტორია გადაწვა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი