უკრაინაში მებრძოლი ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებ ცნობა გუშინ გავრცელდა, ცოცხალია

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზურაბ მუშუქია, რომლის დაღუპვის შესახებაც ცნობები გუშინ გავრცელდა, ცოცხალია.

მებრძოლს გუშინ გვიან ღამით ჰქონდა ოჯახთან კომუნიკაცია. ჯგუფი, რომელიც სპეციალურ ოპერაციაზე იყო ბახმუტის მიმდებარედ შესული,  მასიურ დაბომბვაში მოყვა, რა დროსაც სპეცოპერაციაში მონაწილე მხოლოდ 2 ადამიანი გადარჩა. მათთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა, თანამებრძოლებს კი მუშუქია დაღუპული ეგონათ. ხორტის მეთაური პირადად ხელმძღვანელობდა რაზის 11-საათიან სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ცხედრების და სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი 2 მებრძოლის,  მათ შორის ზურა მაშუქიას გამოყვანა მოხერხდა.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსეთის ომს უკრაინაში 45 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი