300 ლარიანი დახმარება ყველა თვითდასაქმებულს ჩაერიცხება - გახარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ თვითდასაქმებულებს, რომელთაც ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მისაღებად დოკუმენტაცია ჯეროვნად ვერ მიიღეს, მაინც გადაერიცხებათ კუთვნილი დახმარება 300 ლარის ოდენობით - ამ თემაზე გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობას სულ 250 ათასმა თვითდასაქმებულმა მოქალაქემ მიმართა, აქედან დახმარება მიიღო 170 ათასმა ადამიანმა, რომელთაც დოკუმეტაცია სრულად ჰქონდათ შევსებული. 

გახარიამ აღნიშნა, რომ არც ერთი მთავრობა არასდროს დახმრებია თვითდასაქმებულებს, "ოცნების მთავრობამ კი მათ პირველ ეტაპზე 300 ლარიანი დახმარება გამოუყო, შემდეგ კი იყო კონკრეტული მიამრთულებები, შსმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება. 

გახარიამ საუბარი ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილით დაიწყო. მისი თქმით, ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა, თუმცა ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ყველა ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც ვირუსს ებრძვიან.

მისი თქმით, ბრძოლა ორ ფრონტზე მიმდინარეობდა - მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სოციალური მდგომარეობა. 

გახარიამ კომუნალური გადასახადების შეღავათის პროგრამა გაიხსენა, რომლითაც 1 200 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, მეორე ნაბიჯი, მისი თქმით, 600 ათასი მოქალაქისთვის ვალის გადავადება იყო. შემდეგი ნაბიჯები კი ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა იყო. 

გახარიამ თქვა, რომ ეს საკმარისი არ იყო, ამიტომაც შემდეგ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რაც 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარიან დახმარებას გულისხმობდა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა. 

გახარიამ თქვა, რომ არც ეს არის საკმარისი და დაპირდა საზოგადოებას, რომ მთავრობა თავისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, ყველაფერს გააკეთებს ქართული ოჯახების დახმარებისთვის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი