წინასწარი მონაცემებით, რუსეთში, ვორონეჟში, ბელინსკის ქუჩაზე დრონი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC რეგიონის გუბერნატორზე, ალექსანტრე გუსევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.
გარდა ამისა, Telegram არხებმა მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს.