ეგვიპტეში წითელი ზღვის კურორტ ჰურგადას სანაპიროსთან, ზვიგენმა რუსეთის მოქალაქე შეჭამა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ზვიგენი დაიჭირეს, სანაპიროზე ცურვა და წყლის სპორტული აქტივობები აიკრძალა.
გარდა ამისა, რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, დაღუპული 1999 წელს დაბადებული კაცია, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა.
რუსეთის საკონსულო მოუწოდებს რუს ტურისტებს, გამოიჩინონ სიფხიზლე წყალში ყოფნისას და მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული წესები.