შსს არ მაწვდის ინფორმაციას, როდის და რა პირობებში შემოვიდნენ ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს  მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის სანქცირებული საგარეო საქემთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გარემოცვის წევრებმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, მან უწყებას სადეპუტატო კითხვა გაუგზავნა, სადაც შსს-ს სთხოვდა განემარტა, თუ სად, როდის და ვისთან ერთად შემოვიდნენ აღნიშნული პირები. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შსს-ს უარი ადასტურებს იმას, რომ მათი ჩამოსვლა საქართველოში ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული.

"საქართველოში, არასახელმწიფო, მაგრამ კონკრეტული პირები ძალიან აქტიურად შეიძლება მოხდნენ სანქციების სიაში. სადეპუტატო კითხვებში მქონდა მითითებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მოეწოდებინათ ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, ის ინფორმაცია თუ სად, როდის და რა პირობებში გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 

მე მომივიდა წერილი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ინფორმაციას შსს მე არ მაძლევს, უთითებს მცდარ მუხლებს საქართველოს რეგლამენტში და ამბობს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მე არ მაქვს, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, უფლება რომ ეს ინფორმაცია მივიღო. მე არ ვითხოვდი პასპორტის ინფორმაციას, მე ვითხოვდი მხოლოდ და მხოლოდ საზღვარს და დროს როდის შემოვიდა, რომელ თანმხლებ პირებთან ერთად შემოვიდა და რამდენი იყო მისი თანმხლები პირი," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" 19 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთში, ყვარლის ტბაზე ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდიდა. ყვარელში იმყოფებოდნენ სერგეი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი სანქცირებულია.

აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა საზოგადოებასა და ოპოზიციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი