რა გააკეთა იმ 5 ქვეყნის პრეზიდენტებმა, 2008-ში რომ არ ჩამოსულიყვნენ მაინც ეგრე იქნებოდა - დაპირისპირება გორის საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ხმაური, დაპირისპირება და პრორუსული განცხადებები გორის საკრებულოში - "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობა" დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა 2008 წელს რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობაში და მცოცავ ოკუპაციაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე დღეს თავს ესხმოდა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს. მისივე აზრით, აგვისტოს ომის დროს თბილისში 5 ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი უშედეგო იყო.

"ფაფაზე პირ დამწვარიო, დო სულს უბერავდაო. აი ესა საქართველოს საქმე, 2008 წელს ჩვენ ფაქტობრივად მარტო დავრჩით. მე ძალიან განვიცდი, რომ უკრაინელი ჩვენი მოძმე ერია და ეს საშინელება რაც რუსეთმა დაატრიალა მართლა საშინელებაა. თუმცა მთლი მსოფლიო მაგათ გვერდით არის და ჩვენც მაგათ გვერდით ვართ. უამრავი დახმარება გავუწიეთ  ამ პატარა ქვეყანამ, რომელიც რა მდგომარეობაშიცაა კარგად იცით და ჩვენ, რომ ჩავერთოთ ყველა იმ რიტორიკაში, რასაც ევროპის ცოტა ძლიერი ქვეყნების გამოდის, ბრიტანეთი, გერმანია იმათ ძალაც აქვთ, და Nato-ს წევრები არიან და ჩვენ, კიდევ ამ გადარეულ ოკუპანტს მივცეთ, ის რომ 5 დღეში მიწასთან დაასწორეს ჩვენი ქვეყანა და 20% მიიტაცეს, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ რა იქნება. მაინც და მაინც თბილისში უნდა შემოსულიყვნენ, ალბათ იმათი "კეთილი ნება" იყო, რომ არ შემოვიდნენ. მერე რაა [5 ქვეყნის პრეზიდენტები] რომ არ ჩამოსულიყვნენ ჩემი აზრით მაინც ეგრე იქნებოდა. რა გააკეთა იმ 5-მა პრეზიდენტმა, რაც ჩაიწერა გაკეთდა რამე? შესრულდა? დააბრუნეს ის მიწები? ის შეშფოთება და ის რეზოლუციები, რომელიც მიღებულია რა მივიღეთ, არაფერი, პირიქით აგერ მცოცავი ოკუპაციაა" - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.

გარდა ამისა, გორის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საათი დაპირისპირება მიმდინარეობდა. მმართველი პარტიის გუნდი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ოპოზიციამ გორის მერი მოადგილისთვის მიწის გადაცემის საკითხი გააპროტესტა. კერძოდ მერის მოადგილეს აღებული აქვს მუნიციპალური ქონება, თუმცა ვერ შეძლო შეესრულებინა  საინვესტიციო ვალდებულებები და ახლა ქონება, სხვა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენს გადაეცა. 

დღევანდელ სხდომაზე 20-ზე მეტი საკითხი განიხილეს, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან განყოფილების გამოყოფას, რომლის განყოფილების მრჩევლად, გორის მერის მრჩევლის მამა, თამაზ მაყაშვილი ინიშნება.

მაყაშვილის თქმით,  გორის მერი  ამ თანამდებობაზე იქიდან გამომდინარე არ ნიშნავს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მრჩევლის მამაა და მხოლოდ საკუთარი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით ინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი