პარასკევს ფილიპინების ხელისუფლებამ მაიონის ვულკანის მახლობლად მცხოვრები დაახლოებით 10 000 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო, რადგან დაფიქსირდა ვულკანური მიწისძვრები.
მაიონის მთა მდებარეობს ფილიპინების დედაქალაქ მანილას სამხრეთით 330 კილომეტრში.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა (Phivolcs) განაცხადა, რომ "საშიში ამოფრქვევა შესაძლებელია კვირებში ან თუნდაც დღეებში" დაიწყოს.
მაიონის ვულკანი 2 462 მეტრის სიმაღლეზეა და ის რეგიონის ვიზიტორებისთვის პოპულარობით სარგებლობს.
იგი ითვლება ფილიპინების ყველაზე აქტიურ ვულკანად - ბოლოს ამოიფრქვევა 2018 წლის იანვარში.