სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

 სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე  შეთანხმდნენ. ერთდღიანი ზავი სუდანის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

"საუდის არაბეთის პრესის სააგენტოს (SPA) ცნობით, ორმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ "სუდანის შეიარაღებული ძალების (SAF) და სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) წარმომადგენლები შეთანხმდნენ 24-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შაბათს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე ( 0400 GMT)" 

ზავი ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ დერეფანსაც.

ცნობისთვის, სუდანში არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. სუდანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებების შედეგად 512 დაიღუპა და ათასობით დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი