
ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ მათ არჩევნების მოსყიდვით და დაშინებით ჩატარება გადაწყვიტეს - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი კირთაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია აჭარის მთავრობის პროგრამა, სადაც წერია, რომ თითქოსდა მოხალისეობის პროგრამით უნდა დაასაქმონ 180 ახალგაზრდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 160 700 ლარი დაიხარჯება.
ეს არის პირდაპირი მოსყიდვის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უშლის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, - ამბობს კირთაძე.
საკრებულოს წევრის თქმთ, ისინი მზად არიან ხელისუფლებას მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებისთვის 180-ზე მეტი ადამიანის სია მიაწოდონ, რათა ბიუჯეტიდან ამხელა თანხის დახარჯვა არ გახდეს საჭირო.
კირთაძე მოითხოვს, რომ ბიუჯეტიდან ეს პროგრამა დაუყოვნებლივ იქნას ამოღებული და მოსყიდვის ფაქტზე დაიწყოს მოკვლევა.
იგი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული მოსყიდვის ფაქტების შეფასებისკენ მოუწოდებს.