ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსკოვში ქვეყნის საელჩო მუშაობას პირველი აგვისტოდან შეწყვეტს. ოფიციალურმა რეიკიავიკმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დიპლომატიური მისია რუსეთმაც შეაჩეროს.
საგარეო საქმეთა მინისტრის სორდის კოლბრუნ გილვადთორის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების მიზეზი, ორ ქვეყანას შორის არსებული კომერციული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების "ყველა დროის ყველაზე დაბალ" ნიშნულზე ყოფნაა.
"ამ სიტუაციაში შეუძლებელია ისლანდიის პატარა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომ რუსეთში საელჩოს ოპერირება გააგრძელოს," - თქვა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ორ ქვეყნის ურთიერთობა ძალიან დააზიანა, საელჩო კვლავ გაიხსნება მაშინ, როცა ურთიერთობები ნორმალიზდება.