
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე "ლელო" დამოუკიდებლად იბრძოლებს. პარტიის შიდა სტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე დღეს ლიდერთა სათათბირო სხდომაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ცნობილი გახდა რომ, "ლელოში" სამი ახალი პარტიული ორგანიზაციის დამატება იგეგმება. პარტია მზად არის ყველა პროდასავლურ ძალასთან კონსულტაციისთვის რომ ერთობლივად იპოვონ გამოსავალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან.