ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - მედია

გამოქვეყნდა:

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ - ინფორმაციას უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.   

მედიის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური სამხედრო საბჭოს გენერალური შტაბის უფროსმა ვიდეოკონფერენცია გამართა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვიდეოკონფერენციაზე  გაცვალეს მოსაზრებები  ორი ქვეყნის არმიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 

ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ჩნდება მედიაში, თუმცა ჩინეთი ამ ფაქტებს უარყოფს. 6 ივნისს ჩინეთმა და რუსეთმა იაპონიის ზღვის თავზე ერთობლივი საჰაერო ძალების წვრთნები გამართეს, რაც იაპონიამ შემაშფოთებლად შეაფასა.
 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი