ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ნოვაკი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად "სამუშაო ვიზიტით" ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ აფხაზური მედია ავრცელებს.

რუსულ დელეგაციას თან ახლავს, პრეზიდენტის ოფისის უცხო ქვეყნებთან ინტეგრაციისა და კულტურული ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი, მიხაილ ბაბიჩი.

როგორც გამოცემა Apsnypress წერს, რუსულ დელეგაციას ოკუპირებულ რეგიონში ფსოუს "საგუშაგოსთან" რუსეთის ე.წ ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთში, მიხეილ შურგალინი, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ჯანსუხ ნანბა, ე.წ ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი და გაგრას რაიონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური ხაგუში დახვდნენ. 

"ვიზიტის" ფარგლებში რუსეთის დელეგაცია ეწვევა ბიჭვინთის პანსიონატების გაერთიანებას და ბიჭვინთის ტაძარს, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტს, გაგრის სანაპიროს, აფხაზეთის დრამატულ თეატრს, ასევე რიწის ტბას და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ე.წ სტალინის აგარაკსა და გორბაჩოვის აგარაკს. 

გამოცემის ცნობით, რუსი "სტუმრები" შეხვედრას გამართავენ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი