ღარიბაშვილის ცნობით, შოლცთან "შესანიშნავი მოლაპარაკებები" ჰქონდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე "შესანიშნავი" მოლაპარაკებები ჰქონდა. 

როგორც ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრეს.

"შესანიშნავი მოლაპარაკებები ბუნდესკანცლერთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის შესახებ და საქართველო-გერმანიის შესანიშნავი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე. ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გვჯერა, რომ ის გაძლიერდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცთან ირაკლი ღარიბაშვილის აუდიენცია მოულოდნელად ჩაინიშნა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინასა და NATO-ს შესახებ, სადაც იგი ამბობდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.

შეხვედრის დეტალები უცნობია იქიდან გამომდინარე რომ ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართა. ინფორმაციის წყარო კი ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს მთავრობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი