ლუკაშენკო 2022 წლის დეკემბერში უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემას გეგმავდა, თუმცა არმიამ უარი თქვა - ტიხანოვსკაიას თანამოაზრე

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი 2022 წლის დეკემბერში უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემას გეგმავდა, თუმცა ბელარუსულმა არმიამ უარი თქვა საბრძოლო მოქმედებების ჩატარებაზე - განცხადებას ამის შესახებ Эспрессо -ს ეთერში, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თანამოაზრე და დემოკრატიული ბელორუსის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის წარმომადგენელი, და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბელარუსის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯგუფის დამფუძნებელი, ვალერი სახაშჩიკი აკეთებს.

მისივე ინფორმაციით, ბელარუსის არმიის დაშინებას КГБ-ც ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ:

"დეკემბრის ბოლოსთვის ბელარუსის არმიის ყველა საბრძოლო ქვედანაყოფი საზღვარზე, მზადყოფნაში იყო. სამხედროებმა დაიწყეს კითხვების დასმა სარდლობისთვის, რატომ უნდა წასულიყვნენ უკრაინაში და რატომ გახდა უკრაინელი ხალხი მოულოდნელად ჩვენი მტერი. თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა სამხედროების დაშინებას, თუმცა უშედეგოდ. 

КГБ-ის თითქმის ყველა უწყებამ, თითქმის ერთი კვირა გაატარა ჯარში, აშანტაჟებდა, აშინებდა, ესაუბრებოდა სამხედროებს - მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. ჩვენ ვუთხარით უმაღლეს ხელმძღვანელობას, რომ ბელარუსის არმია არ იყო მზად უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, ამიტომ ბრძანება არ გაცემულია“, - განაცხადა გენერალმა

ბელარუსი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ეხმარება, თუმცა სამხედროები არ გაუგზავნია. მინსკმა რუსებს დაუთმო ტერიტორია და საჰაერო სივრცე უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებისთვის,

 




 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი