კახოვკას ჰესის აფეთქების შემდეგ ოკუპანტებმა 20 კილომეტრით უკან დაიხიეს - უკრაინელი გენერალი

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა კახოვკას ჰესი ააფეთქეს, მათ სტიქიის ადგილიდან 20 კილომეტრით უკან დაიხიეს - აცხადებს  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] უფროსის ყოფილი მოადგილე, გენერალ- მაიორი ვიქტორ იაგუნი.

მისი თქმით, მტერი არ ელოდა ასეთ მძლავრ დარტყმას

"არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი აიძულეს უკან დაეხიათ სტიქიის ადგილიდან 15-20 კილომეტრით, არ ელოდნენ ასეთ ძლიერ დარტყმას ოკუპანტებს ყველაზე მეტად ეშინიათ რომ ამ ფონზე, უკრაინის შეიარაღებული ძალები მათი თავდაცვის ხაზს გაარღვევენ,  მივლენ აზოვის ზღვის სანაპიროზე და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიასთან მისასვლელს დაბლოკავენ.'' - განაცხადა იაგუნმა 

მისი თქმით, თუ უკრაინელი დამცველები მოახერხებენ ასეთი წარმატების მიღწევას, მაშინ მტრის ის სამხედრო ნაწილები, რომლებიც ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში არიან, ალყაში აღმოჩნდებიან.

''ყველა ძალა  ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაისროლეს, რადგან ცდილობდნენ, თუნდაც თეორიულად, აიცილონ საფრთხე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევით...“, აღნიშნა გენერალ-მაიორმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი