რუსი ბიზნესმენის მიერ მოგებული სახელმწიფო ტენდერები -"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ახალ სკანდალურ კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა რომ კომპანია "სევერი", რომლის მიღმა პუტინთან დაახლოებული ილდარ ნევეროვი დგას, ბოლო ათი წლის განმავლობაში სასათბურე პირობებში იმყოფებოდა და აჭარის რეგიონში მილიონობით ლარის ტენდერი აქვს მოგებული.
ძირითად შემთხვევაში სევერისთვის უკონკურენტო გარემოა შექმნილი. ოფიციალურ დოკუმენტებში ნევეროვი კომპანიის მფლობელთა შორის არ ფიგურირებს, თუმცა მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ პუტინის გარემოცვის წევრმა საკუთარი წილი თავისივე ბიზნეს პარტნიორს გადაუფორმა.