მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი საქართველოშია და ქართველ მკითხველთან შეხვედრას ელოდება. მანამდე მწერალმა "მთავარ არხთან" თავისი ბოლო წიგნის „უკმარი სინათლის“ შესახებ ისაუბრა.
80/90-იანი წლების საქართველოს შესახებ გერმანულ ენაზე დაწერილი წიგნი მაია ფანჯიკიძემ თარგმნა და "ინტელექტმა" გამოსცა. წელს ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი