ლუგანსკში, 90-მდე ოკუპანტმა საბრძოლო პოზიციები დატოვა და გაიქცა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საოკუპაციო ჯარების 90-მდე სამხედრო მოსამსახურემ ლუგანსკის რეგიონში თვითნებურად დატოვა საბრძოლო პოზიციები და გაიქცნენ - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების 90-მდე სამხედრო მოსამსახურე დეზერტირდა ლუგანსკის ოლქში,
არაპოვკაში და ნებართვის გარეშე დატოვა საბრძოლო პოზიციები“
, - ნათქვამია მოხსენებაში.

საოკუპაციო არმიის სამხედროების გაქცევის შესახებ ომის დაწყების შემდეგ არაერთი ცნობა გავრცელებულა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო აპრილში, ასევე ლუგანსკის ოლქში, როდესაც 50-მდე ოკუპანტმა საბრძოლო პოზიციები დატოვა და გაიქცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი