კარგი იქნება, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან არასამთავრობოები და პარტიები - კალაძე

გამოქვეყნდა:

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის მათი ფინანსური გამჭვირვალობა, თუ ვინ აფინანსებს აღნიშნულ ორგანიზაციებს, საიდან მოდის ეს თანხები. როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი და ვხედავთ, რომ არა თუ დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, არამედ პირიქით, წახალისება ხდება, საინტერესოა ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, ვინც პოლარიზაციის პროცესში უშუალოდაა ჩართული? ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და საზოგადოებას ჰქონდეს მათ დამფინანსებლებზე ინფორმაცია - პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია“,

განაცხადა კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი