სოჭსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის, ივნისში რუსული საკრუიზო გემი საზღვაო მიმოსვლას დაიწყებს

გამოქვეყნდა:

ივნისში სოჭიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საკრუიზო ლაინერი „პრინცი ვლადიმერი“,  მიმოსვლას დაიწყებს.
 
ინფორმაციას რუსული მედია, სოჭის საზღვაო პორტის დირექტორის, იური ვლადიმეროვის განუცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 საკრუიზო ლაინერი სოჭის პორტში 21 ივნისს ჩავა,  პირველი რეისი კი აფხაზეთის მიმართულებით 29 ივნისს იგეგმება. 

.გემი სოჭიდან ღამით გავა და ოკუპირებულ სოხუმში სამი დღე დარჩება.

ლაინერი ზაფხულის სეზონზე 11 რეისს შეასრულებს. 

"პრინცი ვლადიმერი" რუსული კომპანია Black Sea Cruises LLC-ის ცხრა გემბანიანი საკრუიზო გემია, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მარშრუტზე: სოჭი - ნოვოროსიისკი - იალტა - სევასტოპოლი - სოჭი. 

2017 წლიდან გემი რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი