
The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამერიკულმა ჯაშუშურმა თანამგზავრებმა კახოვკას კაშხალზე მის ჩამონგრევამდე ცოტა ხნით ადრე, აფეთქება დააფიქსირეს.
მისი თქმით, თანამგზავრებმა აღმოაჩინეს ძლიერი აფეთქებისთვის დამახასიათებელი თერმული ნიშანი.
გაზეთის წყაროს ცნობით, ამერიკული დაზვერვა კაშხლის განადგურებაში რუსეთის კვალს ხედავს, მაგრამ მყარი მტკიცებულებები ჯერ არ აქვს.
ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა 35 კილომეტრზე ნაკლებ რადიუსში ნოვა კახოვკას კაშხლის და რუმინეთში სეისმური სენსორების გარშემო. ამ მონაცემებით, აფეთქება სამშაბათს, 6 ივნისს, 02:54 საათზე მოხდა. ამ დროს ასახელებს პრეზიდენტი ზელენსკიც.
დაახლოებით ოცი წუთით ადრე კი ნორვეგიელმა სეისმოლოგებმა დააფიქსირეს კიდევ ერთი, უფრო სუსტი სეისმური მოვლენა.
კაშხლის მახლობლად მცხოვრებმა ადამიანებიც აცხადებენ, რომ ჰესის ნგრევის დაწყებამდე, რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს.